ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების უკანონოდ მისჯის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზით მიიღეს. გადაწყვეტილება 7 დეკემბერს იქნა მიღებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

მათივე ცნობით, ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

მსგავსი თემები