“ვაიმე, თუ დაემართა, რა უნდა ვქნა?!” – ლევან რატიანი „კოვიდ 19“-ზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი მყარ იმუნიტეტს ტოვებს. მისი შეფასებით, მსოფლიო უამრავ მძიმე დაავადებას მოერია და ამასაც მოერევა.

„თუ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და ეს სახადი ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, როგორც ამბობენ ასეთ ადამიანს ვაქცინა არ სჭირდება. „კოვიდ 19“ მყარ იმუნიტეტს უტოვებს ადამიანს მისი გადატანის შემდეგ. მსოფლიოს უამრავი დაავადება აქვს გადატანილი, მათ შორის,  წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია. ერთად დგომითა და  მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით. მართალია, ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ,  ვაიმე თუ დაემართა, რა უნდა ვქნა? მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსზე გადაერთო,  ყველას ძირითადი ამოცანაა – ეს ვირუსი დავამარცხოთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები