„სამწუხაროდ მთავარ საკითხებზე კომპრომისი, ჰორიზონტზე არ ჩანს“ – გრიგოლ ვაშაძე

„ქართული ოცნების“ მხრიდან არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ – ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვაშაძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა  აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:

„დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით ფასილიტატორების თხოვნის გამო, სამწუხაროდ მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს. ელჩებმა გვითხრეს, რომ საღამოს დაგვიკავშირდებიან,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, რამდენიმე საათი მიმდინარეობდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მესამე რაუნდი, რომელსაც ელჩებიც ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები