„დეკემბერი – იანვარი იქნება მძიმე, სასურველია მრევლი, წირვის დროს იყოს გარეთ“ – ამირან გამყრელიძე

„საეკლესიო პირები, ისეთივე საზოგადოების წევრები არიან, როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი, აუცილებელია შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ზამთრის ორი თვე გაცილებით მძიმე იქნება, რადგან, მისივე თქმით იმატებს სხვა ვირუსების რიცხვიც. გამყრელიძე ყურადღებას ეკლესიაზე ამახვილებს და მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს:

„დეკემბერი – იანვარი იქნება ძალიან მძიმე, იმატებს სხვა რესპირაციული ვირუსებიც. დისტანცია, ხელების დამუშავება პირბადე, ყველა ამ დაავადებისთვის ერთი და იგივე რეკომენდაციია, ვთხოვ მრევლს დაიცვან ის რეკომენდაციები,  რომელსაც ვიძლევით, ასევე სასურველია წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ, ვიდრე შიგნით და გახმოვანების საშუალებით მოისმინოს წირვა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები