დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს,” – წერს დეკანოზი.

“მედიაცენტრი მთავარი” უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მრევლსა და სასულიერო საზოგადოებას მამაოს გარდაცვალებას. მამა დავთი “მედიაცენტრი მთავარის” სტუმარი არაერთხელ ყოფილა, მისი გარდაცვალება ნამდვილად დიდი დანაკლისია.

მსგავსი თემები