პატრიარქთან შეხვედრა შეიზღუდა

„კოვიდ 19“-ს პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან სტუმრობა და ყველა სახის შეხვედრა აკრძალულია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით,  რეკომენდირებული ზომები პატრიარქის უსაფრთხოებას უკავშირდება.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ. მოგახსენებთ, რომ, პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები“, – განმარტავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი თემები