„კოვიდ 19 შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ „კოვიდ 19“-ის გამო დღესასწაულების აღნიშვნის წესი უნდა შეიცვალოს.  

„ყველას გვინდა სადღესასწაულო დღეებში საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას მათი ან რისკის ფასად. „კოვიდ 19“ შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს. ცვლილებები, რაც დღესასწაულის აღნიშვნის წესში უნდა შეიტანოთ დამოკიდებულია იმაზე, სად ცხოვრობთ. პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავებს უნდა დაუსვათ შემდეგია: ნამდვილად გჭირდებათ მოგზაურობა? იზეიმეთ თქვენს ოჯახთან ერთად და თავიდან აიცილეთ სხვადასხვა ოჯახის შეკრება. თუკი სხვა ოჯახის წევრებთან შეხვედრა მოგიწევთ, ეცადეთ, შეხვდეთ მათ ღია ცის ქვეშ, შეინარჩუნოთ ფიზიკური დისტანცია და გაიკეთოთ პირბადე. თუკი ერთი ადგილიდან მეორეში წასვლა აუცილებელია, გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაიცავით დისტანცია და ატარეთ პირბადე. როდესაც აეროპორტებში, მატარებლების ან ავტობუსების სადგურებზე იქნებით, ან თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში ისხდებით, თან გქონდეთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები ან ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. თუკი თავს კარგად ვერ გრძნობთ, არ იმოგზაუროთ“ – აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

მსგავსი თემები