ვირუსის მესამე ტალღა ცუნამი იქნება, რომელიც წაგვლეკავს – მედიკოსი

„გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-ის მესამე ტალღა ადრეულ გაზაფხულზე დაიწყება და დამანგრეველი იქნება. მედიკოსი ამ პროცესს ცუნამს ადარებს და ამბობს, რომ, მას შიმშილი და სხვა დაავადებებიც დაემატება.   

„განგაშია ასატეხი ე.წ. მესამე ტალღაზე,  რომელიც ბევრად მძიმე და დამაზიანებელი იქნება, ეს პროცესი ადრეულ გაზაფხულზე დადგება. თუ ახლა არ მოვემზადეთ, მესამე ტალღა წაგვლეკავს მთლიანად. ახლა რაც გვაქვს, ეს არის მოსული ცუნამი, რომელიც ახლა გვაზარალებს, თუმცა, „მესამე ტალღა“ კოვდთან ერთად იქნება ეკონომიკური კრიზისის ტალღა. ძალიან ბევრი დაავადებული გვეყოლება, თუმცა, ამაზე ბევრი გვეყოლება მშიერი და გაღატაკებული ადამიანი. კოვიდის გარდა, სხვა თანმდევი დაავადებებიც თავს იჩენს და ვერ გავარკვევთ, რისგან იხოცება ეს ხალხი – შიმშილით, თანმდევი დაავადებით თუ კოვიდით. ამიტომ, ყველამ ყურები უნდა გამოიბერტყოს და გაიგონ, რომ ადამიანების სიცოცხლით თამაში არ შეიძლება“ – აცხადებს გიორგი ჩალაძე.    

მსგავსი თემები