„რას ნიშნავს „სახელი სჭირდება?“ – „გირჩელები“ ზურაბ ჯაფარიძის შეთავაზებაზე

„ჩვენ უბრალოდ ვერ გავიგეთ რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახელი სჭირდება, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები და ის, რაც დაწერა და თვითონ დარჩეს პარტია?“ – კითხულობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძეს პასუხობს, რომელმაც “გირჩელებს” დაზავება და მშვიდობიანი, „ცივილური გაყრა“ შესთავაზა.

„თვითონ დარჩეს პარტია? ეს გაურკვეველია. გუშინაც იგივე სიტუაცია იყო იმიტომ, რომ კომუნიკაცია არ გვაქვს და სანამ შეხვედრა არ შედგება, მე ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ, რომ შინაარსი არ მესმის ბოლომდე. „ფეისბუქ ფეიჯი“ რასაც ნიშნავს გასაგებია, მაგრამ სხვა ნაწილში გაუგებარია. ჩვენი მხრიდან ბევრი მცდელობაც იყო და შეთავაზებაც და იქით მხრიდან არ არის ჯერ სურვილი. ჩვენ გვინდა, შევხვდეთ ყველა ვარიანტში იმიტომ, რომ დაველაპარაკოთ. რანაირი შეთანხმებაც არ უნდა იყოს, ამას სჭირდება შეხვედრა. ეს ტექნიკურადაც საჭიროა და სანამ შეხვედრა არ იქნება აზრი არ აქვს ან მაშინ, მინიმუმ, უნდა დააკონკრეტოს რას გულისხმობს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძე თანაპარტიელებს  შესთავაზა, პარტიის სახელი და ფეისბუქ გვერდი მას დარჩეს, დანარჩენი კი გაიყოს.

მსგავსი თემები