“დიდი იმედი მაქვს, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხთან დაკავშირებით დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ის იმედოვნებს, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

კახა კალაძე ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკების პროცესში ჩართულობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის და ფიქრობს, რომ საბოლოოდ გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება.

“ცოტა ადრეა ამაზე საუბარი თუ რომელი კონკრეტული პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის ან არ შესვლის. ოპოზიციურ პარტიებშიც არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული ასე.

ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების ჩართულობის, რომელიც ხორციელდება, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გარკვეული შეთანხმებები იქნება მიღწეული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები