„24 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი იყო „კოვიდ 19“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

“გარდაცვალების მიზეზი არის „კოვიდ19“ იყო ორმხრივი პნევმონია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მუმლაძე ოჯახის ბრალდებას, თითქოს პაციენტი ექიმებისგან უყურადღებოდ იყო აბსურდულს უწოდებს, მისვე ინფორმაციით გარდაცვლილს დიაბეტი ჰქონდა:

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რაც მოხდა. ასეთი ფაქტები ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის, ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალება, თუმცა მსგავსი ბრალდებები, რომ წყალს არ აწვდიდნენ პაციენტს, მეუხერხულება ამაზე საუბარი, ის ცხელების ცენტრში მოთავსდა კორონავირუისის დიაგნოზით.

პაციენტს ჰქონდა დიაბეტი და შესაძლოა არ სცოდნოდა, მისი კლინიკური მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და ფილტვის სერიოზული დაზიანება. მას უტარდებოდა მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით, რაც მსოფლიოში და საქართველოშია დღეს მიღებული,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები