პარლამენტთან მეოთხე დღეა აქცია გრძელდება

  •  

მეოთხე დღეა პარლამენტთან კარვებია გაშლილი, „არჩევნების ხელახლა ჩატარება“, „პოლიტპატიმრების გათავისუფლება,“ – ესაა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.

დღეს აქციის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ კონკრეტული მოთხოვნებით და ბანერებით. აქციაზე იმყოფება პოლიტიკოსი გოგი წულაიაც.

„ამ უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რაც მეტ წინააღმდეგობას გაწევენ, მეტ წინააღმდეგობას მიიღებენ, გუშინდელმა ინციდენტმა მომიყვანა დღეს აქ, ხომ უნდა მიხვდე ერთხელ და სამუდამოდ რომელიმე ხელისუფლება, რომ ძალადობით ვერ მიიღებ შედეგს,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

ცნობისთვის გუშინ, აქციაზე სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რისი მიზეზიც აქციის მონაწილეების მხრიდან, პარლამენტის ტერიტორიაზე შეშის შეტანის მცდელობა გახდა.

მსგავსი თემები