საქართველოს თვეში 30 000 ტონა ფქვილი სჭირდება, 10 000 ტონის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს

  •  

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი არის 0,24 ლარით გაძვირება პურის ქარხნებს არ შეეხებათ. როგორც სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფქვილზე სუბსიდირება ყველას არ შეეხება.

„ბუნებრივი აირის გამოცხადებული და დაანონსებული გაძვირების შედეგად პირდაპირ წერია, რომ პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება, ანუ არ ძვირდება. ეს ფაქტორი პურის ქარხნებზე არ მუშაობს. რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, ისინი არ მოიხმარენ გაზს, სრულად ელექტროენერგიაზე არიან. ეს ფაქტორიც ჩვენთან არ მუშაობს. შესაბამისად, გაზის გაძვირების ფაქტორი ჩვენზე არ მუშაობს“ – განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

რაც შეეხება პურზე ფასების ზრდას და სუბსიდირებას, მისივე განმარტებით, სუბსიდირება ყველა სახის პურს არ შეეხება.   

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება. ეს ასე არ არის. 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი, რომელიც ტენდერის საშუალებით გამოცხადება და იქნება იმ სიის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ მოგვცემს პურის ასოციაცია. შესაბამისად, მხოლოდ ამ ქარხნებისთვის მოწოდებული იქნება 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად მიწოდებული. ეს არის თვეში მიწოდებული 10 ათასი ტონა, საქართველოს თვეში დაახლოებით 30 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება. დანარჩენ 20 ათასზე იქნება თავისუფალი ფასები. ეს არის საგემოვნო პურები, იგივე თონის პური, გერმანული, ავსტრიული, ლიტვური პური. შესაბამისად, ეს მოქმედებს მხოლოდ 10 ათას ტონაზე, რომელიც მიეწოდება წისქვილკომბინატებიდან ფიქსირებულად, 53 ლარად იმ პურის ქარხნებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება პურის მრეწველთა კავშირის მიერ. დანარჩენ ბაზარზე პირველი ხარისხის იგივე ფქვილი, ასევე უმაღლესი საკონდიტრო ფქვილი წარმოდგენილი იქნება თავისუფალი ფასებით“, -განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები