“ბიზნესთან დაკავშირებული შეზღუდვები ვერ გადაიხედება” – ეკატერინე ტიკარაძე

თუ რატომ იყო საჭირო გარკვეული შეზღუდვების ამოქმედება, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბიზნესმენებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და მათ ამის შესახებ განემარტათ.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბიზნესთან დაკავშირებული შეზღუდვები ვერ გადაიხედება.

“ბიზნეს სექტორთან ეკონომიკური ჯგუფის მხრიდან გაიმართა არაერთი შეხვედრა, ასევე, ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი, ასევე ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად მოხდა საუბარი, გვქონდა ახსნა-განმარტება, თუ რატომ არის დღესდღეობით, ასე მნიშვნელოვანი, რომ მივმართოთ კონკრეტულად ამ შეზღუდვებს. რაც შეეხება შეღავათებს, ამაზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს თუ რა შეღავათების საშუალება არსებობს. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდიც და ჯანდაცვის სამინისტროც შეხვდება მათ და გასცემს მათ კითხვებს პასუხს.

შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება, რადგან ამასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთკვირიანი შრომა და დაკვირვება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები