“კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა, რომელზეც გარკვეული კითხვები გაჩნდა, უყურადღებოდ არ არის დატოვებული” – ეკატეროინე ტიკარაძე

“კლინიკური აუდიტი, რომელიც ჩამოყალიბებულია ჯანდაცვის სამინისტროში, მუშაობს და სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა და ასევე, რომელიც სამწუხაროდ, მაგრამ აუცილებლად დადგება შემდეგ დღეებშიც,” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს.

მინისტრის თქმით, ყველა მსგავსი შემთხვევა გაირჩევა პროფესიულ საბჭოზე და პროფესიული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ქმედებები იქნება განსაზღვრული.

„არსებობს გარკვეული პროფესიული ეთიკა, რომელიც საჭიროებს შიდა სამუშაოების შესრულებას და ასევე შიდა განხილვებს. იმ საჭირო ინფორმაციაზე, რომელიც საზოგადოებას და მედიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან აუცილებლად გაიმართება კომუნიკაცია, მაგრამ უყურადღებოდ არ არის დატოვებული არც ერთი შემთხვევა, რომელსაც არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ შიდა წრეებშიც კითხვა გაუჩენია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები