„სექტემბერში საერთაშორიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იყო 200 დოლარი, ნოემბერში უკვე 270 დოლარი“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაძვირებულია ხორბალი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში„ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ განაცხადა.

სილაგავა რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რაც ნეგატიურად აისახა ხორბლის ფასის ზრდასთან დაკავშორებით, მისვე თქმით, რუსეთი კვოტირებას აწესებს, რაც ასევე შექმნილ სიტუაციაში დამატებითი პრობლემაა:

„კიდევ ერთი ფაქტორი არის ლარის კურსის რყევები დოლართან მიმართებით. ჩვენ იმპორტირებულ ხორბალს ვყიდულობთ დოლარში, შესაბამისად კურსი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. სექტემბერში საერთაშორიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იყო 200 დოლარი, ნოემბერში უკვე 270 დოლარი, შესაბამისად სექტემბრიდან ნოემბრამდე ყველა შემოტანა ჯდებოდა უფრო ძვირი, შესაბამისად ძვირდებოდა ფქვილიც. ანუ, თუ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი იყო 50 ლარი, დღეს არის უკვე 58-59 ლარი და რეალური ფასი სულ მალე, სადღაც 12-13 დღეში იქნება 63 ლარი, რადგან ვიცით, რომ პური სოციალური პროდუქტია, მთავრობის მიზანი იყო, რომ პურის ფასი შენარჩუნებულიყო. ანუ საბაზრო ფასი დღეს არის 63-64 ლარი და აქეთ რომ მივდიოდით, რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობასთან ერთად ვმუშაობდით რამდენიმე სცენარზე, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო სცენარები. შემუშავდა საბოლოოდ მექანიზმი, სუბსიდირების შედეგად როგორმე დაჭერილიყო პურის ფასი. გადაწყდა ფქვილის სუბსიდირება, რადგან უფრო მარტივია ადმინისტრირება 30 და 40 წისქვილის, ვიდრე 2 500 საცხობის, რადგან დიდია რაოდენობა“, – განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები