აჭარაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირიპირებაა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ბუშტების ბოძებზე დამაგრების საშუალებას არ აძლევენ.

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი მთავრობის სახლის შესასვლელთან ბოძზე ავიდა და ბუშტები მაინც დაამაგრა.

„თორნიკე რიჟვაძეს უნდა ესმოდეს, რომ პოლიციელი მამის გამოგზავნილი ადამიანები სულ ვერ დაიცავენ და ისინი დასრულდებიან”,- აცხადებს რეზო ხარაზი.

აქციის მონაწილეები პროტესტს შეძახილებით „მონები“ აგრძელებენ.

მსგავსი თემები