წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა – დანაზოგი, 800 ათას ლარამდე კი სარეზერვო ფონდში გადავა

თბილისის მერის განცხადებით წელს საახალწლო ღონისძიებები შეზღუდული სახით გაიმართება და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე აღარ მოეწყობა საახალწლო სოფელი. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა

“არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. იმიტომ რომ ეს ფაქტიურად ქმნის მიზიდულობის ცენტრს და გაჭირდებოდა კონტროლი. ჩვენ დაახლოებით 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება, ეს თანხები რაც უნდა დახარჯულიყო მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა საახალწლოდ” – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, სარეზერვო ფონდში უკვე მობილიზებულია ასეულობით ათასი ლარი. კახა კალაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და მოხალისეებს მოუწოდა, რომ ამ პროდუქტების დარიგების პროცესში ჩაერთონ.

მსგავსი თემები