თბილისის მერი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში კანონის შესაბამისად მოახდინონ ქალაქში არსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. ამის შესახებ კახა კალაძე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:
“მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ კედლებზე, ღობეებზე, იმიტომ რომ ვიზუალურად ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დიდი იმედი მაქვს რომ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი,” – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნული პროცესის მეთვალყურეობა მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა.
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას ცესკო 3 დეკემბრის სხდომაზე გეგმავს.