საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი

“საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა, 1 342 კი, გარდაიცვალა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  143 376-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 121 621-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 342 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში – 402, იმერეთში – 624, ქვემო ქართლში – 286, შიდა ქართლში – 281, გურიაში – 84, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 273, კახეთში – 239, მცხეთა-მთიანეთში – 62, სამცხე-ჯავახეთში – 68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ცხრა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 806, აჭარაში – 999, იმერეთში – 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში – 507, აჭარაში -154, იმერეთში – 223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 119, იმერეთში – 47.

3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 272- თბილისში,  1 973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-465, აჭარაში-1 004, ხოლო იმერეთში – 31.

სულ 6 ოქტომბრიდან – პირველი დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია-19 641 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 203 პირი, აჭარაში – 11 505, იმერეთში – 4 996“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი თემები