ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 დეკემბერს შეაჯამებს

3 დეკემბერს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.

არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი იხილება.

მსგავსი თემები