„არ ღირს ამდენ აჟიოტაჟად განერვიულებული ადამიანის რეპლიკა“ – „გირჩი“ „მედიაცენტრ მთავარში“

„პარტიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი და აქ ბარიერი არ არსებობს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციის მისამართით გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ვაშაყმაძის განცხადება აჟიოტაჟის ატეხვად არ ღირდა:

„ეს კონკრეტული განცხადება არ უნდა გამხდარიყო აჟიოტაჟის მიზეზი. ქვეყანაში არის კრიზისი თუ ეს არ არის ძალიან პოლიტიკური განაცხადი მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, ასევე არ მივაქცევდი ყურადღებას განერვიულებული რიგითი ადამიანის გამონათქვამს, არ მგონია ამ ქვეყანაში ის მდგომარეობა ამბის ატეხვად ღირდეს,ხალხი არის დასტრესილი.

არცერთი პარტია არ დაემუქრება ვინმეს აჩეხვით, პარტიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი და აქ ბარიერი არ არსებობს, ნებისმიერ ასეთ ინციდენტს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ,“ – განცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები