„არ ეყოფა არანაირი საწოლფონდი“ – დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას განცხადებით, შედეგებს მომავალი წლის იანვრის თვის დასაწყისამდე ვერ ვნახავთ. როგორც  გადელიამ პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, არსებული საწოლფონდი საკმარისია.

„ვიმსჯელეთ, რა რაოდენობის საწოლფონდი გვჭირდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. იმდენად დიდია რაოდენობა, რომ ჩვენ შედეგებს იანვრის დასაწყისამდე ვერ ვნახავთ. საწოლფონდის ყველაზე კარგი შემაკავებელი არის პროფილაქტიკა. თუ ჩვენ პროფილაქტიკურ მედიცინას არ მივყევით, რასაც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, არ ეყოფა არანაირი საწოლფონდი. ამ დროისათვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია, საერთო სტატისტიკიდან გამომდინარე. მთავარია, რომ სტაციონარში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროებათ. მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამისი აუცილებლობა არ არის”, – აღნიშნა დავით გადელიამ.

მსგავსი თემები