“ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს” – ივერი მელაშვილი პროკურატურას

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მას დღეს სახელმწიფო ბრალდებისგან ახალი არაფერი მოუსმენია.

როგორც სასამართლო პროცესზე მელაშვილმა განმარტა, მას აინტერესებს, საგამოძიებო ორგანომ შესაძლო დანაშაულის მოტივი დაადგინა თუ არა.

„გენერალური პროკურატურიდან არ მომისმენია დღეს რაიმე განახვავებული. ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს.

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო, გაჯერებულია ტყუილებით…

რაც გაკეთდა და ის არის სწორი, ის არის ქვეყნისთვის სწორი”,- განაცხადა მელაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მიმდინარეობს.

მსგავსი თემები