აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალური საკითხების განსახილველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავი ორგანოები არ აძლევენ.

ადგილზე შეკრებილები თორნიკე რიჟვაძის მისამართით სკანდირებენ: “მონა, მონა!“.

მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მსგავსი თემები