“ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველამ დაიცვას ის შეზღუდვები, რომელიც ამოქმედდა 28 ნოემბრიდან.

“გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია, ის არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აქციები კვლავ იმართება, ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება.

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ დავიცვათ ყველა ის ზომა არა მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან,”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები