სომხეთში კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 135 124-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 2 164-ს მიაღწია.

კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 108 442-ია.

მსგავსი თემები