“პოლიციას ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით” – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამართალდამცველებს მოუწოდებს, “რეფორმერი ფიტნესის” ტერიტორია დატოვონ.

როგორც ჯაფარიძემ პოლიციელებს განუცხადა, ბინა მან იქირავა და პოლიციას იქ ყოფნის უფლება არ აქვს.

„ეს არის ჩემი საცხოვრებელი სახლი, აქ ვცხოვრობ, შუადღისას გავაფორმე ზეპირი ხელშეკრულება, შემიძლია გაჩვენოთ. თუ რამე დავარღვიე, მითხარით , რა დავარღვიე, თუ მე არაფერი დამირღვევია და პრეტენზია რომელიმე შპს-სთან გაქვთ, მიბრძანდით, იპოვეთ იმ შპს-ს სათაო ოფისი და რაც გინდათ გააკეთეთ. ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით“, – მიმართა ჯაფარიძე სამართალდამცველებს.

ცნობისთვის, ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში”, რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

მსგავსი თემები