მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მინსკის აქციების ფონზე დაკეტილია რამდენიმე მეტროსადგური, ხოლო ადგილობრივები მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ იუწყებიან.

ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელში გამარჯვებულადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.

მსგავსი თემები