“ბიძინა მონა”, „20%“ – წარწერა პარლამენტთან

“ბიძინა მონა”, „20%“ – ამ შინაარსის წარწერა საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასველთან აღმართულ რკინის ბარიკადებზე “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ დატოვა.

წარწერის დატოვებამდე ხოშტარისა და სამართალდამცავებს შორის შეხლა -შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე მობილიზებული პილიცია მას და სამოქალაქო აქტივისტებს უფლებას არ აძლევდნენ, რომ რკინის ბარიკადებზე დაეტოვებინათ წარწერა “ბიძინა მონა”, 20% -ნიშნად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპურებული. საბოლოოდ კი, აქტივისტებმა და ელენე ხოშტარიამ აღნიშნული წარწერის გაკეთება მაინც შეძლეს რკინის ბარიკადებზე.

“რამდენჯერაც გვინდა, იმდენჯერ დავაწერთ. ვერ დაგვიშლიან კონსტიტუციიით გარანტირებუული უფლების განხორციელებას”, – განაცხადა ხოშტარიამ.

აქცია საქართველოს პარლამენტთან დასრულდა. როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აპირებენ გადაინაცვლონ შსს-სთან, სადაც დღევანდელი აქციის დროს დაკავებული პირები არიან გადაყვანილი.

მსგავსი თემები