ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. ადგილზე შეიკრიბნენ პოლიტიკოსები, სამოქალქო აქტივისტები,ასევე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ოჯახის წევრები.

ისინი ფიქრობენ, რომ საქმეში იკვეთება მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი და ბრალდებულებმა საპატიმრო უნდა დატოვონ. 

აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ და განაცხადეს, რომ დაკავებულების ადვოკატებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს დოკუმენტაცია, რითაც შეკრებილების თქმით, მათი უდანაშაულობა დასტურდება.

“ეს არის ძალიან ძალიან მძიმე შემთხვევა, როცა ვგრძნობთ რომ ნებისიერ წამს, ბიძინა ივანიშვილს თუ მოუნდება მოვა, საქმეს შეგვიკერავს და დაგვიჭერს. ამ საქმეს ესე არ დავტოვებთ, ამ ადამიანების გათავისუფლებას აუცილებლად მივაღწევთ და იმ პირებს, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ამ ადამიანების დაჭერა არის დანაშაული, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება,“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, საკუთარი სურვილით აკავებს. 

“ეს არის საფრთხე ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათი პოლიტიკური შეხედულებებისთვის საქმიანობის მიუხედავად, როდესაც სამარცხვინო ოლიგარქი ცდილობს რომ ესეთი რამე გასდიოდეს, რომ ვისაც უნდა ხელს მოკიდებს, ნებისმიერ წამს შეაგდებს, შეხება რომ არ ჰქონდეს პოლიტიკასთან, თუ ეს დასჭირდა მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ამიტომაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, მშვიდობიანად ამ სამარცხვინო ოლიგარქის და მისი პოლიტიკური კლოუნების ჩამოცილება ძალაუფლებიდან,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები