“ოპტიმისტური განცხადებები ოპოზიციის მხრიდან გვაფიქრებინებს, რომ მათ გააანალიზეს სიტუაცია” – მმართველი პარტია

 საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია არსებულ რეალობასა და მოქალაქეების მიერ 31 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს გაითვალისწინებს. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ხელახალი არჩევნები არც კი განიხილება.

“ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ოპოზიცია გაითვალისწინებს იმ რეალობებს, იმ არჩევანს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს 31 ოქტომბერს. არ არის საუბარი რაიმე ახალ არჩევნებზე, არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი რაღაცნაირად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მათი მხრიდან გარკვეული ოპტიმისტური განცხადებები მისასალმებელია, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ მათ გააანალიზეს კონკრეტული სიტუაცია, რაც ფასილიტაციის პროცესში ხდება,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი თემები