„კარტოგრაფების საქმე“ არის თემა, რამდენად საშიშია ეს რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის” – გიგა ბოკერია

“გვაქვს რეჟიმი და გვყავს ადამიანი, თავისი არარაობების და „კლოუნების“ გარემოცვით, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია თავისი ძალაუფლებისთვის და ფეხებზე ჰკიდია მოქალაქეების ინტერესები, უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, კანონი, სრულიად უდანაშაულო პოლიტიკური არაოპონენტი, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებისთვის ხელსაყრელი ადამიანების ციხეში ჩაყრა,” – ასე ეხმაურაბა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციას.

როგორც ბოკარიამ განაცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმე „ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის უმდაბლესი სტანდარტითაც კი გამორჩეული საქმეა, რადგან მთავრობის წერებმაც კი იციან, რომ ისინი უდანაშაულოები არიან“.

„პირად საუბრებში ამბობენ, უბრალოდ დავიჭირეთ, რადგან ასე გვჭირდებოდა პოლიტიკური კამპანიისთვის ოპონენტების გასაშავებლად. ასეთი უტიფარი, სამარცხვინო და საშიში რეჟიმია ყველასთვის. გარდა ადამიანური ამბისა, რომ ეს ორი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც პარტიულ პოლიტიკასთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია, თავის საქმეს აკეთებდა და ახლა ზის ციხეში, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის არც ერთი პოლიტიკური გუნდის თემა, ეს არის თემა, რამდენად საშიში იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს რეჟიმი, რომელსაც ასე შეუძლია საზოგადოების საღი აზრის მქონე ადამიანები ასე უტიფრად მძევლად აიყვანოს.

გვაქვს რეჟიმი და გვყავს ადამიანი, თავისი არარაობების და „კლოუნების“ გარემოცვით, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია თავისი ძალაუფლებისთვის და ფეხებზე ჰკიდია მოქალაქეების ინტერესები, უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, კანონი, სრულიად უდანაშაულო პოლიტიკური არაოპონენტი, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებისთვის ხელსაყრელი ადამიანების ციხეში ჩაყრა შეუძლია. დამატებითი დეტალია, რომ მათ ადვოკატებს მასალებსაც კი არ აძლევენ, ასევე დეტალია, რომ ეს ხალხი გირაოთიც კი არ გამოუშვეს, რომ მივხვდეთ, სადამდეა ამ სამარცხვინო რეჟიმის ცინიზმი მისული, რომლის მშვიდობიანად მოშორება ჩვენი ეროვნული ამოცანაა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები