“ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების პირველი შედეგები 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ აღნიშნა, მოლოდინია იმისა, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და დეკემბრის მეორე ნახევარში მატება აღარ იქნება:

“პირველ რიგში ველოდებით იმას, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და დეკემბრის მეორე ნახევარში მატება აღარ გვექნება. რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდგომ დაიწყოს ნელ-ნელა კლება, ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით მით უმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები იქნება ორი კვირის მერე.

კომუნიკაციის პრობლემები კიდევ არის, დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ ჯერა, რომ კორონა არსებობს და კორონა არის პრობლემა, სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმისთვის, რომ დაჩიპონ,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ გარდაცვლილ მედიკოსებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ კორონავირუსმა საქართველოში უკვე სამედიცინო სფეროს დაახლოებით 10 წარმომადგენელი იმსხვერპლა.

იმნაძემ ყოველდღიურ სტატისტიკაზეც ისაუბრა და შედარებისთვის აღნიშნა, რომ ამჟამად მონაცემების გრაფიკა ჯომოლუნგმაზე ასვლას გავს.

“გაზაფხულზე რომ შემთხვევებს ჯომოლუნგმას ვადარებდი ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ,” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  4780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 123470-ს შეადგენს.

მსგავსი თემები