„პირდაპირ  ვადგევართ  გზას შიმშილისკენ და სოციალური აფეთქებისკენ“ – დავით ჭიჭინაძე

„ოცნების“ მთავრობას, ყველა ნაწილში, რასაც კი აკეთებენ, კორუფციული ელემენტი თუ არ მონაწილეობს,  საერთოდ სურვილი არ აქვთ რამის კეთების. და სწორედ ამ რეალობის შედეგია ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში“ – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და  ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„ჯანდაცვის სისტემის სრული ჩამოქცევაც, მხოლოდ იმიტომ მივიღეთ, რომ საავადმყოფოები და ჯანდაცვა ინფრასტრუქტურის შემადგენლობიდან მომსახურების სფეროში გადაიყვანეს.  ხელისუფლებას კი,  არაფერი ეტყობა, რომ ათვითცნობიერებს, ან საერთოდ ხვდება რა ხდება გარშემო. ვერც კი წარმოუდგენიათ იმ პროცესების განვითარება, რაც მოჰყვება მათ ამ ნაბიჯებს“ – აცხადებს ჭიჭინაძე და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც გასატარებელია.

„ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ  პოლიტიკური, ანგარიშსწორების ელემენტების დავიწყება და  იმ სურათის რეალურად შეფასებაა, რც ქვეყანაშია;

ეკონომიკის რეალისტურად შეფასება და არა პროპაგანდისტულად, მხოლოდ ისე, როგორც მათ აწყობთ;

რესურსების დათვლა  ჯანდაცვის სისტემაში, ოღონდ  აქაც კორუფციული ელემენტების გარეშე.

მოკლედ, ერთხელ მაინც რომ მოხდეს ამ ქვეყანაში ისე, რომ ფინანსები სამართლიანად ხალხისთვის დაიხარჯოს, მით უმეტეს  როდესაც ასეთი კრიზისული მდგომარეობაა. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ პირდაპირ  ვადგევართ  გზას შიმშილისკენ და სოციალური აფეთქებისკენ“ – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი.  

მსგავსი თემები