ახალ წელს ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ წელსა და შობის ღამეს, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.

„გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ შეზღუდვა, რომელიც ეხება დროს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით და არა ქალაქების მასშტაბით. მინდა, რომ ეს ხაზგასმით აღვნიშნო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, ამ ყველაფერს დეტალურად კიდევ განმარტავენ, ისევე, როგორც ეს ყველაფერი მთავრობის დადგენილებაში იქნება განმარტებული“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები