ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც

მთავრობის გადაწყვეტილებით, სრული ჩაკეტვა ყველა სახის მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხება.

„ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიური შეზღუდვები გარდა პირბადის ტარებისა, მგზავრთა რაოდენობრივი შეზღუდვები არ წესდება“  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება მეტროს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, როდესაც საუბარია მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე, აქ მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერებაც იგულისხმება.

„როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები