ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად სექტემბერში ახალი რეგულაციები ამოქმედდება 

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ​ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად, ქვეყნის მთავრობა ახალ ინიციატივებს მოამზადებს, რომლებიც გულისხმობს რეგულაციების ამოქმედებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც.

როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას. ჭარბვალიანობა, როგორც პრინციპული პრობლემა, მომავალში შესაძლოა, სისტემურ პრობლემად იქცეს.

მისივე ინფორმაციით, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით სექტემბერში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობამ შეიმუშავა და ძალაში შევიდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომელიც პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვნად გამოასწორებს ამ სექტორში დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ახალ ინიციატივებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით აუცილებლად შევიმუშავებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები