ოპოზიციის ნაწილი დაფიქსირებული შედეგით საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს

ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს, თუმცა დაფიქსირებული შედეგით დაფინანსებას მაინც ითხოვს.

ეს სურვილი კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე სულ პოლიტიკურმა სუბიექტმა დააფიქსირა. მათ შორის არიან ის ბლოკები, რომელთა ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი ციფრებში არ ასახავს რეალობას. თუმცა, ცესკოს ეს ხმები რეალურია იმისთვის, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ, “ძალა ერთობაშიას” და “სტრატეგია აღმაშენებლის” შემადგენლობაში მყოფმა პარტიებმა.  

“ერთადერთი წყარო, განსაკუთრებით არასაარჩევნო პერიოდში ეს არის დაფინანსება. მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების თემა, პარტიები ვალდებულები არიან, ყოველ წელს, 25 ნოემბრამდე განახორციელონ მიმართვა შესაბამის უწყებებში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყველა ბიზნესმენს ეკრძალება ოპოზიციასთან და განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობა.,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.

მსგავსი თემები