„ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა განახევრების ნაცვლად 20% – ით გაიზარდა“ – დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ევრო დირექტივის რეკომენდაციის მიხედვით, მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა უნდა განახევრებულიყო, ამის ნაცვლად კი მივიღეთ 20% – იანი ზრდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მესხიშვილის ინფორმაციით ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების მიზნით საქართველოში არაფერი გაკეთებულა, როგორც მესხიშვილი განმარტავს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ევროპის ქვეყნებთან შედარებით 6 – ჯერ მეტია:

„დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 20 % – ით, ეს არის ევროპის ქვეყნებზე 6 – ჯერ მეტი, ევრო დირექტივებით იყო რეკომენდაცია, რომ მიმდინარე წელს უნდა განახევრებულიყო სავალალო შედეგები, ნაცვლად ამის გაგვეზარდა 20% – ით.

 სამწუხაროდ შატილის ტრაგედიიდან ვერაფერი ვისწავლეთ, ეს ეხება ტექ ინსპექტირების მიმართულებასაც, კანონის აღსრულებასაც , ჭკვიანი კამერების დატვირთვასაც,“ – განაცხადა მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

მისივე ინფორმაციით ევროდირექტივების გარკვეული მოთხოვნების საქართველოში მთლიანად უგულვებელყოფილია, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დირექტივებთან საქართველო შესაბამისობაში ვერც ერთთან ვერ მოვიდა:

„ჩატარდა კვლევა, რამდენად შესაბამისობაშია ევრო დირექიტივების სტანდარტებთან საქართველოს მაჩვენებელი, აქედან დავინახეთ, რომ ევრო დირექტივები სამწუხაროდ ტრასნპორტის სექტორში არის შეჩერებული, რაც არის ძალიან საგანგაშო სიგნალი, ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესში გვექნება საკმაოდ შემაფერხებელი ნაბიჯები.

მთავრი ძირითადი მიზეზი არის აცდენა ევროდირექტივებთან, მათ აქვთ რეკომენდაციები, საგზაო ცნობიერების ამაღლება – ესაა პირველი, რაც ჩვენთან უდრის ნულს, ასევე კანონის აღსრულება გზებზე, რაც დამოკიდებულია თანამდებობის პირთა კეთილ ნებაზე.

ასევე უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთიდან არ უნდა ცვიოდეს სატრანსპორტო საშუალება, უნდა იყოს დაცული საგზაო ჯებირებით გზები, პრობლემაა აგრეთვე უსაფრთხო ავტომობილები, ჩვენს შემთხვევაში ეს გადის ტექ ინსპეტირების ნაწილზე, აქ კი ვიცით რომ მანიპულაციების გზით ხდება ინსპექტირების გავლა.

ბოლო პუნქტი არის დაუცველ საგზაო მონაწილეთა დაცვა ეს შეიძლება იყო ველოსიპედისტი ეტლით მოსარგებლე და აშ, რაც ასევე არ სრულდება, „ – განცხადა მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები