“არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, სადაც პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან, “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი მივიდა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომ ის მოთხოვნები შესრულდეს, რაც ოპოზიციას აქვს. 

“შეთანხმების რესურსი, რა თქმა უნდა, არის და ეს გახლავთ ივანიშვილის მილიარდები ჩვენგან მოპარული, დაბანდებული ევროპა-ამერიკის ბანკებში. არ დაავიწყდეს სად ინახება მისი სიმდიდრე. ველოდებით ივანიშვილის წარმომადგენლებს უკვე წინადადებით, რომ უკვე ამა და ამ დროს, ინიშნება ახალია არჩევნები და არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან. ევროკავშირის ელჩის შემდეგ, ამჯერად იგივე ფორმატში იწყება მოლაპარaკებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან.

ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია უცვლელია, ისინი ამბობენ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ბერკეტი მმართველი გუნდის ხელშია, რაც გულისხმობს იმას, რომ  დროულად დაინიშნოს რიგ გარეშე არჩევნები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდება. ასევე, მათი მოთხოვნაა  პოლიტპატიმრების გათავისუფლება.  

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ.

მსგავსი თემები