“ვერ მივედი, მეძინა” – იაგო ხვიჩია ოპოზიციის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა

“სხვა შეხვედრები, რომლებიც დაგვაინტერესებს, მივალთ. არაფერი მანდ ძაღლის თავი არ არის დამარხული,” – ასე უპასუხა „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რატო არ ესწრებოდა ოპოზიციის შეხვედრას.

 ხვიჩიას თქმით, შეხვედრაზე რაღაც ტექნიკური საკითხები განიხილებოდა და მონაწილეობა საჭიროდ არ ჩათვალეს.

„ვერ მივედი, მეძინა, რაღაც ტექნიკური საკითხები იხილებოდა, რომელზეც მეტყვიან ჩემი კოლეგები, თუმცა არა იმის გამო, რომ ვინმეზე გაბუტული ვარ ან რაღაცა. ზოგი შეხვედრები არის, სადაც ჩვენ ისედაც არ ვმონაწილეობდით.

იმ წუთას მისვლა არ მიგვაჩნდა აუცილებელად, რადგან ამბავს გავიგებდით, კომუნიკაცია გვქონდა სხვა წევრებთან, თუ რამე საინტერესო მოხდებოდა. სხვა შეხვედრები, რომლებიც დაგვაინტერესებს, მივალთ. არაფერი მანდ ძაღლის თავი არ არის დამარხული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები