კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპანდემიის პრევენციისთვის ყველაზე დიდი იმედია დღეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაა. ამირან გამყრელიძის თქმით, ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაზე მსოფლიოში მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება მოსალოდნელი.

“ყველაზე დიდი იმედი დღეს არის, რომ რაც უფრო მალე იქნება ხელმისაწვდომი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში და რაც მალე იქნება ასევე ხელმისაწვდომი რამდენიმე წამალი, რომლებიც არის დღეს ე.წ. პაიპლაინებში, ანუ ე.წ. ანტივირუსული წამლები.

ალბათ იყო ინფორმაციები, რომ ე.წ. კოქტეილებმა მიიღო გადაუდებელი დასტური, რომელიც იქნა გამოყენებული ამერიკის პრეზიდენტის სამკურნალოდ, მაგრამ მას აქვს თავისი ჩვენებები როგორ და რანაირად, ეს მაინც ვიწრო და მცირე გამოყენების იქნება.

უფრო დიდი იმედია, რომ შეიქმნება და შექმნილი არის რამდენიმე ვაქცინა, აქედან 5-6-მა გაიარა უკვე მესამე ფაზის კლინიკური კვლევები და აჩვენეს ბევრმა საკმაოდ კარგი შედეგი. იცით ერთ-ერთი არის ასეთი “ფაიზერის” და “ბიო ენტეკის” გერმანულ-ამერიკული ვაქცინა. მეორე ასევე “მოდერნას” ამერიკული ვაქცინა და ასევე “ოქსფორდის” და “ასტრაზანეკას” ვაქცინა, დადასტურდა, რომ იქაც ძალიან მაღალი პრევენციული დაცვის საშუალება აქვს. 

ასევე, საინტერესო ვაქცინები აქვს ჩინეთს. იცით, რომ ასევე რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცა რუსეთმა და ასევე არის კიდევ კვლევის ფაზებში მაგალითად ჯონსონის ვაქცინა, “სანუფიპასტერის” ვაქცინა. 

ასე რომ, ვაქცინები საკმაოდ მალე იქნება და როგორც გამოცხადდა, რამდენიმე ქვეყანამ შეიძლება დეკემბრის ბოლოდან დაიწყოს არჩევითი ჯგუფების ვაქცინაცია, თუმცა უფრო ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა ვაქცინებზე იქნება მომავალი წლის გაზაფხულიდან.

პირველ რიგში, აიცრება სამედიცინო პერსონალი, იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიც იწყებს სამედიცინო პერსონალი აცრას, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი.

და შემდეგ მეორე რისკჯგუფი იქნება უკვე ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, როგორიც არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, დიაბეტი, გილსისხლძარღვთა სისტემის ავადმყოფობები. და დანარჩენი იქნება კიდევ განხილული, როგორებიც არის მოხუცთა თავშესაფრები და ა.შ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები