“პოლიტიკოსებს ხშირად მოვუწოდებდი, ჩაეტარებინათ კამპანია ძირითადად გარე სივრცეებში, ყოფილიყვნენ ნიღბით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არასდროს უთქვამს, რომ საქართველომ კორონავირუსული ინფექცია დაამარცხა.

გამყრელიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული საქართველო პანდემიას ვერ დაამარცხებს. ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, თუ რამ განაპირობა საქართველოში ინფიცირების შემთხვევების გაზრდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს უკავშირდება ზაფხულში მობილობის სერიოზულ გაზრდას და შემდეგ უკვე დიდ თავშეყრებს, მათ შორის საარჩევნო კამპანიასა და არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს.

„მე ზაფხულში ან მანამდე არასდროს მითვქამს, რომ ჩვენ კოვიდინფექცია დავამარცხეთ, პირიქით, სულ მოვუწოდებდი მოსახლეობას, მოგიწოდებდით ყველას, რომ ნუ შევიქმნით ილუზიას, თითქოს კოვიდი დავამარცხეთ, კოვიდს საქართველო ვერ დაამარცხებს, კოვიდი უნდა დაამარცხოს მთელმა გლობალურმა სამყარომ, ეს იყო ჩემი გამონათქვამები, რომლებსაც მუდამ ვამბობდი, ამიტომ ვიყოთ ფრთიხლად, დავიცვათ რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში რადიკალურად იყო შემცირებული რაოდენობა და ძალიან კარგად მივდიოდით სექტემბრის დაახლოებით 8-9 რიცხვამდე, სულ გვქონდა 1 500 დადასტურებული შემთხვევა და 19 გარდაცვალება, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა საქართველოს ყველანაირი გათვლით.

რამ განაპირობა შემთხვევების ზრდა? განაპირობა პირველ რიგში მობილობის სერიოზულმა გაზრდამ ზაფხულში და განსაკუთრებით აგვისტოში, არ დავმალავ, პირდაპირ გეტყვით, განსაკუთებით აჭარაში, სამწუხაროდ, წესების და რეგულაციების არდაცვამ და არ გაკონტროლებამ, სექტემბერში და შემდეგ სერიოზული როლი ითამაშა დიდმა მობილობამ, რაც დაკავშირებული იყო ჯერ წინაასაარჩევნო კამპანიასთან. პოლიტიკოსებისთვის ხშირად მომიწოდებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იყავით ნიღბით, ჩაატარეთ კამპანია ძირითადად გარე სივრცეებში, ვთხოვდით, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია, ნუ ჩავეხუტებით ერთმანეთს. წინასაარჩევნო კამპანიამ ითამაშა სერიოზული როლი მობილობის გაზრდაში, შემდეგ, რა თქმა უნდა, არჩევნების დღემ, როცა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი გამოვიდა არჩევნების პროცესში.

რა თქმა უნდა, საარჩევნო უბნებზე დაცული იყო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ყველგან, მაგრამ იყო რიგები, შემდეგ შეკრებები და ა.შ.  მაინც ვერ გადავეჩვიეთ დიდ შეკრებებს, დიდ ლხინის სუფრებს, დღესაც ბევრი ინფორმაცია ჩამიყარეს იგივე ჭირის სუფრებთან დაკავშირებით, რომ მაინც დიდი თავშეყრები ხდება. ამას გარკვეულად კიდევ ერთი ბუსტერის როლი მიაყოლა იმ გამოსვლებმა და დიდმა თავყრილობებმა, რაც გვქონდა. მესმის, რომ გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარია და ამას ვერ აკრძალავ და არ უნდა აკრძალო, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა დავიმახსოვროთ, რომ ადამიანის უფლებათა შორის გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარია, მაგრამ მასზე ზემოთ დგას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები