„საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ“ – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო საველე ჰოსპიტლების მოწყობას არ განიხილავს, რადგან, ამ ეტაპზე მსგავსი საჭიროება არ არსებობს.

„საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია მოხდა, მაგრამ, შემდეგ, იქ არც ერთი პაციენტის მკურნალობა არ მოხდა. არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტლები საუკეთესოდ გამოიყენეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს, რომ ეს ყველაფერი საჭირო არ გახდეს“,- განაცხადა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია საველე ჰოსპიტლების მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ეპიდემიოლოგები არ ამართლებენ, რადგანაც ამ შემთხვევაშიც საჭიროა დამატებითი მედპერსონალი და აღჭურვილობა, რომელიც ქვეყანას არ გააჩნია.

მსგავსი თემები