„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ“ – ჯანდაცვის მინისტრი

  •  

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა.  

„მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და გამოვრიცხავ რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს“ – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ერთ-ერთ პრობლემას მართვაშია და  ვისაც სიტუაციის მართვა არ შეუძლია, უნდა წავიდეს.   

მსგავსი თემები