„ვფიქრობთ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე“ – მაია ცქიტიშვილი

  •  

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით,  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ამ ეტაპისთვის კონკრეტულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

“სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გუშინაც ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით,  საკოორდინაციო საბჭო წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოვებას გეგმავს. ეს შეიძლება იყოს სამუშაო საათების შემცირება, 22:00 საათიდან არსებული გადაადგილების შეზღუდვის დროის შემცირება, დასვენების დღეებში ბაზრობებისა თუ სავაჭრო ქსელების შეზღუდვა და სხვა.  

მსგავსი თემები