„რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გადავარჩინოთ, დაივიწყეთ ყველაფერი, ან წადით სახლში“ – ექიმის  მძიმე განცხადება  

  •  

„კოვიდ პანდემიის“ გამოწვევის ერთ ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი,   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ყველას მთავარი საზრუნავი რაც შეიძლება მეტი ინფიცირებულის გადარჩენა უნდა იყოს. შესაბამისად, მისი თხოვნაა, ყველა კლინიკა, რაც ქვეყანაშ არსებობს, „კოვიდ კლინიკებად“ გადაკეთდეს.

„ყველა საავადმყოფო, რომელიც ამ ეტაპზეა ქვეყანაში ფუნქციონირებს, მინიმუმ, საწოლ ფონდის 80% უნდა გადაკეთდეს კოვოდ კლინიკებად. დღეს დაავადება მძვინვარებს. ერი იქნება, ბერი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ვირუსი არავის არჩევს. ყველა ექიმი იქით უნდა იყოს მომართული, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე მიიღოთ. მე ვარ სულით და ხორცით ექიმი დ ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, ექიმები ვერ ეხმარებიან“ – აცხადებს ლევან რატიანი.

კლინიცისტი ერთ-ერთ პრობლემას მართვაში ხედავს და ამბობს, რომ ვისაც სიტუაციის მართვა არ შეუძლია, უნდა წავიდეს.

„მოიფიქრონ რამე, რო  ხალხი გადარჩეს.  ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც პროცესის მართვა შეუძლია. ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია და მოვიდეს ის, ვისაც შეუძლია პროცესები მართოს. ისე აჭრელდა ქვეყანა, 100 000 მოსახლეზე პირველი ვართ ინფიცირებულთა რაოდენობით.  კომპლექსური მიდგომაა საჭირო, ყველამ ყველაფერი უნდა დაივიწყოს და რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გადავარჩინოთ“ – აცხადებს ლევან რატიანი.   

მსგავსი თემები