ახალ რეგულაციებზე მთავრობა დღეს იმსჯელებს

  •  

11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. დღეს გადაწყდება, რა ახალი რეგულაციები დაწესდება ქვეყანაში.

საუბარია არსებული შეზღუდვების გამკაცრებაზე, რომ „კოვიდ 19“- ის გავრცელების მაჩვენებელი მაქსიმალურად არ გაიზარდოს.

ერთ-ერთი რეგულაცია, რომელზეც მთავრობა ეპიდემიოლოგებთან ერთად ფიქრობს, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაა.    

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრები განცხადებებს გააკეთებენ.

მსგავსი თემები