„არის შემთხვევები, როცა სასწრაფო გირეკავს, პაციენტს ჟანგბადი სჭირდება და უარს ეუბნები“ – მცხეთის „კოვიდ ცენტრის” კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“

„სახლში იმართებიან პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდებიან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მუმლაძე აცხადებს, რომ ხშირად მედიკოსებს უწევთ უარი თქვან მძიმე პაციენტების მიღებაზე, მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაციისთვის „რიგში დგომა“ უწევთ:

„პაციენტის გაწერიდან ათ წუთში შემოდის ახალი პაციენტი, სახლში იმართებიან მძიმე პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდებიან, თავისუფალი ადგილის მცნება საქართველოში კლინიკებში არსად არ არის, უარის თქმა სამწუხაროდ ხშირად მიწევს ჰოსპიტალიზაციაზე.

გვიწევს ჩვენ ისეთ პირობებში მუშაობა, როცა პაციენტი ვერ ხვდება პალატაში. ეს უკვე არჩევანია, როცა სასწრაფო გეუბნება პაციენტს უჭირს სჭირდება ჟანგბადი და მიწევს მიღებაზე უარის თქმა,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები